იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად საქველმოქმედო აქცია გამართა

თარიღი: 27 დეკემბერი 2010

2010 წლის 26 დეკემბერს, შარდენზე, სიონის ქუჩაზე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

გასაყიდად გამოიფინა ორგანიზატორების მიერ შეგროვილი სხვადასხვა ნაკეთობები, ნახატები, ფოტოები, წიგნები, ხელნაკეთი ნივთები. გარდა ამისა, მოეწყო გასართობი თამაშები, სახის მოხატვა. აქციის მუსიკალურ ნაწილში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მუსიკოსებმა და მომღერლებმა. საახალწლო განწყობას აქციაზე კეთილი მეზღაპრე და ცხელი გლინტვეინი ქმნიდა.

საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხით იუსტიციის სასწავლო ცენტრი საჩუქრებს შეიძენს, რომელიც გადაეცემა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს.