საგადასახადო ვალდებულებათა უზრუნველყოფის ოფიცრების ტრენინგი იუსტიციის სამინისტროში
იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახადო ვალდებულებათა უზრუნველყოფის ოფიცრებისათვის ტრენინგი მიმდინარეობს. სწავლებას ვაკანტური თანამდებობის დაკავების 700-მდე მსურველიდან შერჩეული 58 კანდიდატი ესწრება, რომელთაც წარმატებით გადალახეს საგამოცდო ეტაპები და კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს.
თეორიულ საკითხებთან ერთად, ტრენინგი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა ორიენტირებული. საგადასახადო სამართალი, კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია - ეს იმ საგნების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც საგადასახადო ვალდებულებათა უზრუნველყოფის ოფიცრები გაივლიან.
ტრენინგი ორ კვირას გასტანს. სასწავლო კურსის ბოლოს, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ტრენინგის მონაწილეები აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ბიუროებში დაინიშნებიან.