იუსტიციის სამინისტრომ საპატრიარქოს უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

თარიღი: 27 თებერვალი 2014
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ   საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან  თანამშრომლობის მემორანდუმი  გააფორმა.
მემორანდუმის გაფორმების მიზანი  ინტელექტუალური რესურსის განვითარება,   უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  სამართლის მიმართულების  პროგრამების სტუდენტთა პროფესიული მომზადების ხელშეწყობა,  სამეცნიერო-საგანმანათლებლო მეთოდური სიახლეების დანერგვა, იურიდიული განათლების სფეროში კვლევითი და სამეცნიერო პროექტების ერთობლივი განხორციელებაა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ  აკადემიური საბჭოს წევრები,  კანცლერი და მეუფე იაკობი.
ქართული უნივერსიტეტი 2008 წელს მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მიერ დაარსდა.