იუსტიციის მინისტრი სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული რეგიონული სამსახურების შემოვლას აგრძელებს

თარიღი: 07 მარტი 2014

თეა წულუკიანმა დღეს თიანეთისა და გორის ტერიტორიული  სამსახურები მოინახულა. იუსტიციის მინისტრი  სერვისების განვითარების  სააგენტოს, საჯარო რეესტრის,  ნოტარიუსთა პალატის, ეროვნული  არქივის,  აღსრულების ეროვნული ბიუროსა და  იუსტიციის სახლის რეგიონულ სამსახურებს ეწვია.
 
თეა წულუკიანი სამინისტროს  დაქვემდებარებაში არსებული რეგიონული  სამსახურების მუშაობას ადგილზე გაეცნო. იუსტიციის მინისტრმა პირადად მოისმინა პრობლემები, რომლესაც სისტემის თანამშრომლები მუშაობისას აწყდებიან.
 
თიანეთის შემთხვევაში ტერიტორიული  სამსახურებისათვის შენობის პრობლემა დგას, რის გადაჭრაზე ზრუნვასაც მინისტრი თანამრომლებს დაჰპირდა. თეა წულუკიანმა ასევე მოისმინა პრობლემები და შენიშვნები, რომლებიც  მოქალაქეებს აქვთ სამინისტროს  დაქვემდებარებაში არსებული რეგიონული სამსახურების მუშაობისას.
 
მინისტრმა  მოქალაქებთან შეხვედრისას, მათთვის სერვისის გაუმჯობესების მიზნით,  ამ პრობლემების გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.
 
იუსტიციის მინისტრმა უკვე შემოიარა საქართველოს რამდენიმე რაიონი. მან მოინახულა გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რაიონებში განთავსებული ტერიტორიული სამსახურები.
 
იუსტიციის მინიტრი თეა წულუკიანი საქართველოს ყველა რაიონის შემოვლასა და  რეგიონული სამსახურების მუშაობის გაცნობას პირადად გეგმავს.