ეროვნულმა არქივმა საქმიანობა დისტანციურ რეჟიმში გამარტივებული წესით განაახლა

თარიღი: 07 აპრილი 2020
საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 7 აპრილიდან საქართველოს ეროვნული არქივი იწყებს ყველაზე მოთხოვნადი 8  სერვისის  დისტანციურად გაცემას. ეს სერვისებია:

1. დაბადების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
2. ქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
3. განქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
4. გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
5. კომლის შემადგენლობის შესახებ საარქივო ცნობა;
6. ქონებრივი უფლების დამადასტურებელი საარქივო ცნობა;
7. კოოპერატივში გაწევრების შესახებ საარქივო ცნობა;
8. დოკუმენტის არქონის შესახებ საარქივო ცნობა.
 
საჭირო საარქივო მომსახურების მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია, განაცხადი გააგზავნოს ეროვნული არქივის ელექტრონულ ფოსტაზე (services@archives.gov.ge) ან განაცხადი გააკეთოს ეროვნული არქივის ცხელი ხაზის დახმარებით (214 05 05).

განაცხადების მიღება იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე.

დაინტერესებული პირი მომზადებულ საარქივო ცნობას მიიღებს პირად ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, მას პასუხი გაეგზავნება „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით.

საარქივო ცნობის დისტანციურად მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია ეროვნული არქივის ელექტრონულ ფოსტაზე (services@archives.gov.ge) ან/და სოციალური ქსელების საშუალებით (Viber, Whats-App).
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ აქვს ინტერნეტკავშირზე წვდომა, მას შეუძლია, დამატებითი დოკუმენტები მოათავსოს უშუალოდ ეროვნული არქივის (ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი არქივების) ოფისებში განთავსებულ სპეციალურ საფოსტო ყუთებში.

დამატებითი დოკუმენტებია:
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • მომსახურების საფასურის გადახდის შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მინდობილობა;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში − პასპორტის ასლი.
მომსახურების საფასურის შეღავათით შემდეგი მოქალაქეები სარგებლობენ:
  1. თუ საარქივო ცნობა უშუალოდ მათ ეხება, მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან:
 
− შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
− მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
− სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან
გათანაბრებული პირები;
− საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან
გათანაბრებული პირები;
− იძულებით გადაადგილებული პირები;
− სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული
ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე.
  1. თუ საარქივო ცნობა უშუალოდ მათ ეხება, საფასურის 50%-ის გადახდის შეღავათით სარგებლობენ:
 
− მოსწავლეები;
− სტუდენტები;
− პენსიონერები.

უკვე 10 აპრილიდან მოქალაქეები დისტანციური რეჟიმში ეროვნული არქივის სხვა სერვისების მიღებასაც შეძლებენ.