საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა
თარიღი: 04 იანვარი 2021

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის 1-ლ ოქტომბრამდე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, 1-ლი ოქტომბრიდან კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
სოსო გიორგაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში კურიერებას გაუწევს საჯარო სერვისების მიმართულებას.