ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები დაინიშნა

თარიღი: 25 მარტი 2021
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 25 მარტის №119 ბრძანებით, მიმდინარე წლის 26 აპრილიდან 19 მაისამდე ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება. საკვალიფიკაციო გამოცდა იუსტიციის სასწავლო ცენტრში ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი ზოგად უნარ-ჩვევებს მოიცავს (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები), მეორე ეტაპი კი − პროფესიულ ტესტირებას. საგამოცდო თემატიკა და წარსადგენი დოკუმენტაცია იხილეთ  ელექტრონულ მისამართზე.