​იუსტიციის მინისტრად რატი ბრეგაძე დაინიშნა

თარიღი: 01 აპრილი 2021
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის ახალი მინისტრი წარადგინა. იუსტიციის სამინისტროს დღეიდან რატი ბრეგაძე უხელმძღვანელებს. მას ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

რატი ბრეგაძეს მინიჭებული აქვს ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.

როგორც ცნობილია, გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრის პოსტიდან გადადგა. ის პირველი მოსამართლე იქნება საქართველოდან, ვინც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილებას შეასრულებს.