თარიღი: 06 თებერვალი 2020 16:32:14
იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთ მასშტაბურ რეფორმაზე დაასრულა მუშაობა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გადახდისუუნარობის სფეროში თვისებრივად ახალ, ნოვატორულ მიდგომებს ამკვიდრებს, მთავრობის სხდომას დღეს წარუდგინა ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა  თეა წულუკიანმა.რეფორმის მიზანი ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნაა, რომელიც სრულად გაითვალისწინებს კომპანიებისა და კრედიტორების ინტერესებს;