თარიღი: 12 ოქტომბერი 2020 20:20:15
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ნატალია ვუტოვას შეხვდა. გოჩა ლორთქიფანიძემ ნატალია ვუტოვას საქართველოს ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.გოჩა ლორთქიფანიძემ სტუმარს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. იუსტიციის