ბექა ძამაშვილმა – 2006 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში საქართველოს მასშტაბით 39 000 აბიტურიენტს შორის დაიკავა პირველი ადგილი და ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 100%–იანი სახელმწიფო გრანტით. 2010 წელს ბაკალავრიატი დაამთავრა წარჩინებით.     
 
2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში (ამჟამად - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) იურისტად.
 
2011 წელს ჩაირიცხა ლონდონის უნივერსიტეტის (Queen Mary University of London) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე (LLM) და გახდა აღნიშნული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი (100% გრანტით). 2012 წელს წარჩინებით დაამთავრა აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა.
 
მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში. არის სახელმძღვანელოს (სამხედრო კონფლიქტების სამართალი) და ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
 
არის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) დამფუძნებელი საქართველოში. 2008–2011 წლებში იყო აღნიშნული ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ხოლო 2011–2013 წლებში ასოციაციის (ELSA) პრეზიდენტი.
 
2016 წლის 25  ივლისს დაინიშნა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსად, მანამდე კი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსად. აგრეთვე, არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში.