ღონისძიებები

ხუთშაბათი, 08 დეკემბერი, 2022

იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის ელჩთან ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

რატი ბრეგაძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩ ჭოუ ციენს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების გზებზე ისაუბრეს.


იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთთან სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა ელჩის პირადი მხარდაჭერა მიმდინარე წლის სექტემბერში „ჰუალინგ პლაზაში“ იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნის პროცესში.

ნარკოპრევენციის ევროპული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

სახელმძღვანელოში დეტალურად არის განხილული ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები; სხვადასხვა გარემოში მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრევენციული ინტერვენციების პროგრამები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელია მაღალი სანდოობის პრევენციული პროგრამების შემუშავება ეროვნულ დონეზე. სახელმძღვანელო განკუთვნილია გადაწყვეტილების მიმღები, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი და პოლიტიკის გამტარებელი პირებისათვის.

სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულებების ეფექტიანი შესრულებისათვის, ასევე, 2021-2026 წლების ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის ეროვნული სტრატეგიისა და მისი თანმდევი 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის სწრაფი და თანმიმდევრული განხორციელებისათვის.

დოკუმენტი შემუშავდა იუსტიციის სამინისტროს, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოსა და ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის კოორდინაციით, ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრისა (EMCDDA) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EMCDDA4GE-ს (EMCDDA for Georgia) მხარდაჭერით.

სახელმძღანელოს თარგმნისა და ადაპტირების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ „ტომაშ ზაბრანსკის სახელობის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები, ნარკოტიკების მოხმარების პრევენციისა და ადიქტოლოგიის დარგის ექსპერტები.

სახელმძღვანელოს პრეზენტაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა.

ღონისძიებები

დეკემბერი , 2023
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ