დეპარტამენტის შესახებ
ადმინისტრაციის მიზნები და ფუნქციები:
ადმინისტრაციის შემადგენლობა:
- მინისტრის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება;
- სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან ურთიერთობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს;
- სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია;
- მინისტრის საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია;
- სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;
- მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა;
- სამინისტროში და სსიპ „სმართ ლოჯიქში“ ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია;
- მინისტრის ბრძანებების (გარდა საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებებისა) რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
- არქივის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, არქივის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება;
- „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმიანობის წარმართვა, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დადგენა;
- სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
- სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
ადმინისტრაციის შემადგენლობა:
- ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
- საქმისწარმოების სამმართველო.