მთავარი პროკურატურის განცხადება
მთავარი პროკურატურის განცხადება
მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი"-ს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 2012 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღიძრა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმე მთავარ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს 2012 წლის დეკემბერში გადაეცა.
ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესების მსურველ პირთა მონაცემთა ბაზის ფორმირების შესახებ
საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესების მსურველ პირთა განაცხადების (პირადი მონაცემები - СV) მიღებას შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით.
პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესების მსურველ პირთა მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზანია კადრების გადინების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნას მათი მაღალკვალიფიციური პერსონალით ჩანაცვლება და პროკურატურის სისტემის გამართული, შეუფერხებელი და სტაბილური მუშაობა. მონაცემთა ბაზა შედგება არაუმეტეს 100 პირისგან და საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება მისი განახლება.
მთავარი პროკურატურის განცხადება
მთავარი პროკურატურის მიმართვა
მთავარი პროკურატურა აჭარის პროკურატურასთან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა მიმართონ იმ 12 კაციან ჯგუფს, რომელიც საგანგებოდ, მთავარი პროკურორის ინიციატივით შეიქმნა იმ პროკურორების საქმეების გამოსაძიებლად, რომელთა მიმართ საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტული პრეტენზიები გააჩნიათ.










