ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 28 იანვარი, 2022
გაზიარება

რატი ბრეგაძე: ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ თანამშრომლობის სრულიად ახალ ფორმებს

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი სომხეთშიდასრულდა. ბოლო ოფიციალურიშეხვედრა რატი ბრეგაძემსომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეისსპიკერ ალენ სიმონიანთანგამართა. მინისტრმა მას საქართველოსადა სომხეთს შორისთანამშრომლობის ახალი ფორმატიგააცნო, რომელსაც ორ ქვეყანასშორის გუშინ გაფორმებულიმემორანდუმი ითვალისწინებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსიუსტიციის მინისტრმა სომხეთში ვიზიტიშეაფასა:

„ორი დღის განმავლობაშისაკმაოდ დატვირთული დღის წესრიგიგვქონდა. ამ დღეებშიჩვენ შევჯერდით თანამშრომლობისსრულიად ახალ ფორმებზედა ამის პირველიგამოხატულება იქნება ქართულ-სომხურისამართლებრივი ფორუმი, რომელიც თებერვალშისაქართველოში გაიმართება“.

რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომსომხური მხარე ძალიანდაინტერესებულია ქართული ნოვაციებით – მობილურიიუსტიციის სახლებით, „PROBBOX“-ითა დამიწის სისტემური რეგისტრაციისრეფორმით, რომელთა შესახებაც ქართულმამხარემ სომხეთში მასშტაბურიპრეზენტაცია გამართა. მინისტრმა სომეხკოლეგას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ საშუალება მიეცა, არმავირის პენიტენციურ დაწესებულებაში მოენახულებინასაქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სასჯელს სომხეთში იხდიან.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემსსომეხ კოლეგას იმისათვის, რომ საშუალება მომეცა, არმავირის პენიტენციურ დაწესებულებაში მომენახულებინასაქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სომხეთისრესპუბლიკაში იხდიან სასჯელს დამინდა, ჩვენს სომეხკოლეგებს გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ პატიმრების უფლებრივიმდგომარეობა ძალიან მაღალი სტანდარტითარის დაცული“, – განაცხადარატი ბრეგაძემ სომხეთშივიზიტის შეჯამებისას.

საქართველოსიუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქართულ-სომხურიურთიერთობები წარმატებული იქნება:

„მინდა, წარმატება ვუსურვო იმთანამშრომლობას, რომელსაც ჩვენ ერთობლივადჩავუყარეთ საფუძველი. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით ღირსეულად ვუპასუხებთსამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში არსებულ ყველაგამოწვევას“.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ფილიალის საქმიანობის, მოქალაქეთა მომსახურების პროცესისა და ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნასა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარებაზე.

პაატა სალიამ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაა.

შეხვედრაზე თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ, წარმოედგინათ ინიციატივები და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ.

ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალური ფილიალი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ფილიალია და ყოველდღიურად მოქალაქეებს მრავალფეროვან სახელმწიფო სერვისებს აწვდის.

გაზიარება
ბეჭდვა

ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება

იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მათ პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა თანამედროვე საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე სერვისის მიწოდებას ისახავს მიზნად.

ქორწინების სახლის პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი. შენობის არქიტექტურული კონცეფცია სრულად შეესაბამება ბათუმის თანამედროვე ურბანულ გარემოს, ქალაქის არქიტექტურულ იერსახესა და ზღვისპირა ლანდშაფტს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ფუნქციურ სივრცესა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტებს.

პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმს კიდევ ერთი თანამედროვე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი შეემატება, რომელიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქალაქის ურბანულ გარემოს, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ჩამოყალიბდება.