ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 12 აპრილი, 2023
გაზიარება

საქართველოს დელეგაცია პენიტენციური დაწესებულების მართვის და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სფეროში პორტუგალიის გამოცდილებას გაეცნო

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში, კარეგერიას ციხეში იმყოფებოდა. მინისტრმა დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, პენიტენციური დაწესებულების ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნო და შეხვედრა გამართა პენიტენციური სისტემის გენერალურ დირექტორ რუი აბრუნჰოსა გონსალვესთან.

მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: პენიტენციური დაწესებულების ეფექტიანი მართვა; სარეაბილიტაციო, რესოციალიზაციის, დასაქმების, საგანმანათლებლო პროგრამების და სპორტული აქტივობების ხელმისაწვდომობადა სხვ.

ქართულმა დელეგაციამ დეტალური ინფორმაცია მიიღო პორტუგალიის პენიტენციურ სისტემაში მოქმედი პროექტების შესახებ და პორტუგალიურ მხარეს ქართული ინოვაციები – „რე-მარკეტი“ და „ციფრული უნივერსიტეტი“ გააცნო. რატი ბრეგაძემ რუი აბრუნჰოსა გონსალვესი საქართველოში ევროპული ტიპის პენიტენციური დაწესებულების – ლაითურის ციხის გახსნაზე მოიწვია. მხარეები თანამშრომლებისათვის ერთობლივი ტრენინგების ორგანიზებაზეც შეთანხმდნენ.

საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სასჯელაღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით პარტნიორი ქვეყნების პრაქტიკის შესწავლას უწყება მომავალშიც გააგრძელებს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტრომ ზუგდიდში აღნიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტრომ ზუგდიდში აღნიშნა

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ თავდაცვის ძალების შეიარაღების, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საჯარო რეესტრის სპეცტექნიკის გამოფენები, ეროვნული არქივის ინსტალაციები; გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში; მიეღოთ სიმბოლური პასპორტები; დაბადებისა და ქორწინების მოწმობები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მსჯავრდებულთა ნამუშევრებისა და „რე-მარკეტის“ გამოფენა-გაყიდვა.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, სიმბოლურად აჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ღონისძიება კი, გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.

იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

1700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს!

ეს დღე ჩვენია!

გაზიარება
ბეჭდვა

პაატა სალიამ მთავრობის წევრებთან ერთად სამების ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.

პაატა სალიამ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 2 სამხედრო პირი და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.