უახლესი ვიდეოები
13.12.2021
საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა.
დღესვე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის ორ სესიაზე. კონფერენციაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ.
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრისი უკვე შეხვდა იტალიისა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებს, ხვალ კი, რატი ბრეგაძე სომხეთისა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებს შეხვდება.
სხვა ვიდეოები
გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა
გაერო-ს გლობალურ სესიაზე გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები განიხილეს
Geo
Eng