ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა
გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე იმსჯელეს.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი სეიმურ ილიასლი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სააგენტოს მიმდინარე საქმიანობას, განხილულ იქნა არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, მოადგილეები - ალექსანდრე მაისურაძე, მერაბ ტურავა, ბექა ძამაშვილი, გიორგი დგებუაძე და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ზაზაშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა
გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თაობაზე ანგარიში წარუდგინა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილულ იქნა სტრასბურგის სასამართლოსა და გაეროს კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი საქმეების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშები.

ანგარიშები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა წარადგინა.

აღინიშნა, რომ ევროპული სასამართლოს სტატისტიკის თანახმად, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ არსებული საქმეების საერთო რაოდენობა. 2025 წლის მდგომარეობით, 2011 წელთან შედარებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების რაოდენობა 94%-ით შემცირდა. ამასთან, 2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე უცნია დასაშვებად.

ევროპულ სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული მასშტაბური რეფორმების შედეგია, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ. ყურადღება გამახვილდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი 118 აღსრულებული საქმიდან, 85% 2013 წლის შემდეგ აღსრულდა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა 2008 წლის ომთან და განგრძობად ოკუპაციასთან დაკავშირებული ყველა საქმე, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების აღსრულება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი საქმეების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშები იუსტიციის სამინისტროს მიერ ყოველწლიურად წარედგინება პარლამენტს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ‒ მერაბ ტურავა, ლაშა მაღრაძე და გიორგი დგებუაძე, ასევე, თურქეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელი ბორან ჯან ქოჩბოღანი.