ცხელი ხაზი2 405 505

უახლესი ვიდეოები

01.12.2022
გაზიარება

რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აზერბაიჯანელ კოლეგა ფიქრათ მამადოვს შეხვდა. საუბარი შეეხო ბაქოში ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე უწყებებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

რატი ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების აღსრულების ნაწილში ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

უწყებრივი თანამშრომლობის მიმართულებების განვითარება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით ბათუმში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი გაიმართება.

აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი და ერეკლე ღვინიანიძე.