სიახლეები

სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი სრბუი გალიანი, დელეგაციასთან ერთად, თბილისის იუსტიციის სახლში სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ მოდელს გაეცნო
სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი სრბუი გალიანი, დელეგაციასთან ერთად, თბილისის იუსტიციის სახლში სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ მოდელს გაეცნო.
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს იუსტიციის სახლში იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ უმასპინძლეს. სტუმრები ადგილზე გაეცნენ იუსტიციის სახლის კონცეფციას და ინფორმაციას იმ 500-მდე სერვისის შესახებ, რომელთაც იუსტიციის სახლი ყოველდღიურად გასცემს.
დელეგაციის წევრები, ასევე, გაეცნენ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს საქმიანობასა და მიმდინარე რეფორმებს.
სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ სრბუი გალიანის ხელმძღვანელობით თბილისში მე-6 ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.
კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნებში, რომელიც 2026 წელს გაიმართება.
საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია ბმულზე.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარადგინონ 2026 წლის 19 იანვრამდე.
Geo
Eng