სიახლეები

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა
მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ელჩს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროები და დაგეგმილი პრიორიტეტები გააცნო.
მხარეები შეთანხმდნენ იუსტიციის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით.
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.
კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნებში, რომელიც 2026 წელს გაიმართება.
საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია ბმულზე.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარადგინონ 2026 წლის 19 იანვრამდე.
Geo
Eng