ცხელი ხაზი2 405 505

მოადგილე

ლანა მორგოშია

მოადგილე

დაბადების თარიღი: 18 იანვარი, 1986

2025 წლის 13 ოქტომბრამდე ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა.

2022 წელს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.

2021-2024 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიცია.

2020-2021 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

2018-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

2017-2018 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩეველი.

2003 წელს დაამთავრა ბენსონის სახელობის კოლეჯი აშშ-ში, ნებრასკას შტატში (Tech Prep Course(s)/Associate Degree from Metropolitan Community College/Nebraska College of Business) მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX).

2007 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (ბაკალავრიატი).

2009 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (მაგისტრატურა).

2016 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

2021 წლიდან დღემდე არის საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი ევროპის საბჭოს სამართლებრივი თანამშრომლობის კომიტეტში (CDCJ).

2023 წლიდან დღემდე არის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი.

2021-2022 წლებში მონაწილეობდა ევროპის საბჭოს პროექტში „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში”.

2021-2022 წლებში გაიარა შვედეთის ინსტიტუტის ახალგაზრდა პროფესიონალთა აკადემიის სასწავლო პროგრამა „მდგრადი საჯარო მმართველობა“.

2019-2021 წლებში მონაწილეობდა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივ პროგრამაში “პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” (PGG II-GE).

2019-2021 წლებში ევროკავშირის პროექტის "საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" მონაწილე.

  • ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.