სიახლეები

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.
პაატა სალიამ მათ გაწეული სამსახურისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და ხანგრძლივი სტაჟის მქონე თანამშრომლებს სპეციალური სიგელები გადასცა.
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დღე 11 ოქტომბერს აღინიშნება - აღნიშნული თარიღი 1918 წელს იუსტიციის სამინისტროსთან პირველი სტრუქტურული ერთეულის, საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსებას უკავშირდება.
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.
კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნებში, რომელიც 2026 წელს გაიმართება.
საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია ბმულზე.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარადგინონ 2026 წლის 19 იანვრამდე.
Geo
Eng