ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 13 აპრილი, 2023
გაზიარება

საქართველოსა და პორტუგალიას შორის ელექტრონული მმართველობის სფეროში პარტნიორობა ღრმავდება

პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის ცენტრს (Justice Hub), დიგიტალიზაციის სააგენტოსა და მოქალაქის სახლს ესტუმრა. დელეგაციის წევრები გაეცნენ სახელმწიფო სერვისების მიწოდების არსებულ მოდელსა და სისტემას, მათ შორის, ონლაინ ხელმისაწვდომ და დიგიტალიზებულ სერვისებს. ამასთან, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოსა და პორტუგალიაში საჯარო მმართველობის სისტემაში დანერგილი ელექტრონული ადმინისტრირებისა და ინოვაციების შესახებ.

ციფრული მმართველობის სფეროში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზანი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი, რომელიც დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტრომ ზუგდიდში აღნიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტრომ ზუგდიდში აღნიშნა

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ თავდაცვის ძალების შეიარაღების, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საჯარო რეესტრის სპეცტექნიკის გამოფენები, ეროვნული არქივის ინსტალაციები; გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში; მიეღოთ სიმბოლური პასპორტები; დაბადებისა და ქორწინების მოწმობები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მსჯავრდებულთა ნამუშევრებისა და „რე-მარკეტის“ გამოფენა-გაყიდვა.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, სიმბოლურად აჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ღონისძიება კი, გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.

იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

1700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს!

ეს დღე ჩვენია!

გაზიარება
ბეჭდვა

პაატა სალიამ მთავრობის წევრებთან ერთად სამების ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.

პაატა სალიამ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 2 სამხედრო პირი და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.