ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 12 თებერვალი, 2022
გაზიარება

"იუსტიციის სამინისტროს სისტემის რეგიონული წარმომადგენლობების გამართულ ფუნქციონირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება" - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს სისტემის იმერეთის სამსახურების თანამშრომლებთან შეხვედრისას

"იუსტიციის სამინისტროს სისტემის რეგიონული წარმომადგენლობების გამართულ ფუნქციონირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება" - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს სისტემის იმერეთის სამსახურების თანამშრომლებთან შეხვედრისას.

რატი ბრეგაძე წყალტუბოსა და ქუთაისის იუსტიციის სახლების მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო და პრობაციის ეროვნული ბიუროს ინოვაცური პროდუქტი - “პრობბოქსი”, რომელიც ქუთაისის იუსტიციის სახლშიც უკვე ოფიციალურად ამოქმედდა, იმერეთის გუბერნატორსა და ქუთაისის მერს გააცნო.

მან ასევე მოინახულა გეგუთის პენიტენციური დაწესებულება და ქუთაისის პრობაციის ახლადგარემონტებული ბიურო და დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები.

სამინისტროს ხელმძღვანელობა, ასევე, ნოტარიუსთა პალატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ქუთაისის წარმომადგენლებს და ქუთაისის არქივის თანამშრომლებს შეხვდა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.