სიახლეები

იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრა გამართა. პაატა სალიამ ჭოუ ციენს სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საელჩოს პირველი მდივანი ვანგ ტანი და საელჩოს ატაშე ჩენ ჩუეიპინი.
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.
კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნებში, რომელიც 2026 წელს გაიმართება.
საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია ბმულზე.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარადგინონ 2026 წლის 19 იანვრამდე.
Geo
Eng