სიახლეები

იუსტიციის მინისტრმა რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილეებთან ერთად, რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები. იუსტიციის მინისტრმა რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.
კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნებში, რომელიც 2026 წელს გაიმართება.
საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია ბმულზე.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარადგინონ 2026 წლის 19 იანვრამდე.
Geo
Eng