სიახლეები

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა
მხარეებმა იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის მნიშვნელობას ორი ქვეყნის იურიდიული სფეროს წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებისათვის.
შეხვედრაზე იმსჯელეს, აგრეთვე, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე.
პაატა სალიამ აშოტ სმბატიანს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის სფეროები და პრიორიტეტებიც გააცნო. მინისტრმა გამოხატა მზაობა, სომეხ კოლეგას თბილისში უმასპინძლოს. შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.
კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნებში, რომელიც 2026 წელს გაიმართება.
საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია ბმულზე.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარადგინონ 2026 წლის 19 იანვრამდე.
Geo
Eng