სიახლეები

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე იმსჯელეს.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი სეიმურ ილიასლი.
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.
კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნებში, რომელიც 2026 წელს გაიმართება.
საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია ბმულზე.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარადგინონ 2026 წლის 19 იანვრამდე.
Geo
Eng