ღონისძიებები

ხუთშაბათი, 20 მარტი, 2025

იუსტიციის მინისტრის მოადგილე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საუბარი შეეხო საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო სუვერენიტეტის განსამტკიცებლად საქართველოს მიერ მოგებულ დავებს.

ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოში გაერთიანებული სამეფოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ოთხშაბათი, 19 მარტი, 2025
სამშაბათი, 04 მარტი, 2025

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მინისტრის პირველმა მოადგილემ, მოადგილეებმა და სსიპ-ების უფროსებმა თანამშრომლებს დედის დღე მიულოცეს

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მინისტრის მოადგილეებმა და სსიპ-ების უფროსებმა თანამშრომლებს დედის დღე მიულოცეს.

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილების ხელმძღვანელი მანანა ჭუმბურიძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის სპეციალისტი სიდონია გერლიანი და იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის თანამშრომელი ნანული გაბუნია დასაჩუქრდნენ.

მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებმა. საჩუქრები გადაეცათ 6 შვილის დედებს – სსგს-ის საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს თანამშრომელ ირინე მეფარიშვილსა და საჯარო რეესტრის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის თანამშრომელ მაგული ბუზიაშვილს. ორივე მათგანს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025
ორშაბათი, 17 თებერვალი, 2025

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე გიორგი დგებუაძე დანიშნა

გიორგი დგებუაძე სამართლის დოქტორი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

იგი იკავებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობას საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.

გიორგი დგებუაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; აქვს აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში; სხვადასხვა დროს მუშაობდა კიოლნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართლის ინსტიტუტისა და ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის კვლევით პროექტებში; იყო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სააპელაციო პალატის მოწვეული სპეციალისტი.

ხუთშაბათი, 13 თებერვალი, 2025
ოთხშაბათი, 12 თებერვალი, 2025

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა და ანდორის სამთავროს ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა მარკ როსელ სოლერმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული მმართველობის, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.

ხელმოწერის ღონისძიება დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2025

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას იუსტიციის სფეროში.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მრჩეველი ლევან კასრაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი სამირ აბდურაჰიმოვი და საელჩოს ატაშე როიალ ფაშაევი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

ღონისძიებები

ივნისი , 2026
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
    1 2 3 4 5 6 7
    8 9 10 11 12 13 14
    15 16 17 18 19 20 21
    22 23 24 25 26 27 28
    29 30