ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 20 დეკემბერი, 2022
გაზიარება

იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გააფორმა

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ 17 საუკეთესო პროექტს, ჯამში, 335 000 ლარით დააფინანსებს. გამარჯვებულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა.


კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერება და სისტემის მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდაა.


საგრანტო პროგრამა იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებების დაცვის, გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვისა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებებით 10 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში, ჯამში, 47 საპროექტო განაცხადი იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი და ერეკლე ღვინიანიძე ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა მორიგებით დასრულებული საქმეების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აღსრულების პოლიციის საქმიანობის მთავარი მიზანი მხოლოდ სამართლებრივი დავების სწრაფად და ეფექტიანად დასრულება არ არის – პრიორიტეტს მხარეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა და შეთანხმების საფუძველზე შედეგის მიღწევა წარმოადგენს. მინისტრის განცხადებით, ამ მიდგომის ეფექტიანობას 2025 წლის სტატისტიკაც ადასტურებს – საქმეთა 80 პროცენტზე მეტი მორიგებითა და ნებაყოფლობით დასრულდა.

იუსტიციის მინისტრმა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთად, საქმიანობაში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის თანამშრომლებს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ზვიად გაბისონიას წიგნის – „ციფრული მმართველობა და სამართლის ტექნოლოგიები“ – პრეზენტაციას დაესწრო

იუსტიციის მინისტრი ზვიად გაბისონიას წიგნის – „ციფრული მმართველობა და სამართლის ტექნოლოგიები“ – პრეზენტაციას დაესწრო. პაატა სალიამ პრეზენტაციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს როლს ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში; ტექნოლოგიების განვითარების ფონზე წარმოქმნილ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სახელმწიფო სერვისების, მართლმსაჯულებისა და ქონებრივი უფლებების სფეროში და ამ პროცესის სამართლებრივი რეგულაცია; სამართლის ახალი დარგების – ტექნოლოგიების სამართლის, ინტერნეტსამართლის, სოციალური ქსელებისა და სოციალური მედიის მარეგულირებელი ნორმების განვითარების მნიშვნელობა და სხვ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, აგრეთვე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ნაშრომი ხელოვნური ინტელექტის იუსტიციისა და განათლების სისტემებში დანერგვის საკითხებს ეხება და მას წინ უძღოდა ონლაინ ლექციების კურსი „ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიების სამართალი“, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში მომზადდა.