ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

კვირა, 27 აპრილი, 2025
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, ალექსანდრე წულაძესთან ერთად, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ბაზაზე თემატური ახალგაზრდული ბანაკი გახსნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, ალექსანდრე წულაძესთან ერთად, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ბაზაზე თემატური ახალგაზრდული ბანაკი გახსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდება და 500-მდე სტუდენტს უმასპინძლებს.

გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გვანცა ვარამაშვილი და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მინისტრებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღეს.

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, ასევე, ყვარლის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო თანამშრომელთა სამუშაო პირობებს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) რეგიონულ დირექტორ არტურ ერკენს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე და სამომავლო ხედვები გაუზიარა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიგრაციის მართვა საქართველოსთვის არა მხოლოდ შიდა პოლიტიკის ნაწილია, არამედ ასევე წარმოადგენს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიმართულებას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბალანსის აუცილებლობას ადამიანის უფლებების დაცვასა და სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებს შორის მიგრაციის მართვისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი რუსუდან კოხოძე და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს უფროსი თემურ გოგინოვი; აგრეთვე IOM-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ლარს იოჰან ლონბაკი და პროგრამის განვითარებისა და მხარდაჭერის ოფიცერი გენცი პიეტრი.

გაზიარება
ბეჭდვა

 იუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა.

შეხვედრაზე პაატა სალიამ ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალმულას ელჩად დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კატარის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას სისხლის სამართლის სფეროში და მის მნიშვნელობას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებებით.

პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა უწყების პრიორიტეტებზე ადამიანის უფლებათა დაცვის, ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული მმართველობის განვითარების მიმართულებით. მინისტრმა განიხილა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის როლი სახელმწიფო სერვისების, მართლმსაჯულებისა და ქონებრივი უფლებების სფეროში და მზადყოფნა გამოხატა თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ამ მიმართულებით.

შეხვედრის ბოლოს პაატა სალიამ კატარის ელჩი მიმდინარე წელს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც 23-25 ივნისს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება.