ცხელი ხაზი2 405 505

იუსტიციის მინისტრი

პაატა სალია

მინისტრი

დაბადების თარიღი: 6 ივნისი, 1972


განათლება


1989 – 1995 წლებში - მოიპოვა აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი.

1998 – 2001 წლებში - დაამთავრა ილია ვეკუას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (წარჩინებით).

2007 – 2009 წლებში - მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი სავაჭრო სამართალში (წარჩინებით), კავკასიის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა.

2012 – 2013 წლებში - დაამთავრა წინასამაგისტრო პროგრამა ამერიკულ სამართალში (წარჩინებით), ამერიკული სამართლის სკოლა, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა.

2020 წელს - მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი ამერიკულ, საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სამართალში, ილინოისის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა, აშშ.


სამუშაო გამოცდილება


2000 – 2002 წლებში - შპს "ადვოკატი", წამყვანი იურისტი.

2002 – 2005 წლებში - შპს "თბილისის საარბიტრაჟო პალატა", დირექტორის მოადგილე.

2005 – 2019 წლებში - საადვოკატო კომპანია "გაბუნია და პარტნიორები", დამფუძნებელი პარტნიორი და წამყვანი ადვოკატი.

2019 – 2024 წლებში - სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, გენერალური დირექტორი.

2024 წელს - არჩეულ იქნა საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის წევრად; იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას.

2025 წლის აპრილიდან - დღემდე იკავებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას.


პროფესიული განვითარება


2001 – 2004 წლებში - გაიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერტიფიცირებული იურიდიული მომზადების პროგრამა.

2003 წელს - მოიპოვა საადვოკატო კვალიფიკაცია.

2008 წლის მაისი - გაიარა საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კურსი, პროფესორ Nancy A. McCalsin-ის ხელმძღვანელობით.

2008 წლის ოქტომბერი-ნოემბერი - მონაწილეობა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების იმიტირებულ კონკურსში, არბიტრაჟი, საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (ICSID), ბოსტონი, აშშ.

2009 წლის ივლისი - ტრენინგი საერთაშორისო ხელშეკრულებების მიმართულებით, საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო ფედერაცია (FIDIC), Red & Yellow Books, Euro Training Group, დუბაი.

2013 წლის მაისი - მონაწილეობა სემინარში ფინანსური და კიბერდანაშაულების მიმართულებით – ფულბრაიტის კომისია, ვარშავა, პოლონეთი.

2013 წლის სექტემბერი - მონაწილეობა კონფერენციაში „Money, Privacy, Power and the Law” – ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა, ჩიკაგო, ილინოისი.

  • არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.
  • არის საქართველოს არბიტრთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.
  • ფლობს ინგლისურ, ბერძნულ და რუსულ ენებს.