სიახლეები

ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025
იუსტიციის მინისტრი მოადგილეებთან ერთად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილეებთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოების მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. საუბარი ასევე შეეხო არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.
იუსტიციის მინისტრი და მოადგილეები, ასევე, ადგილზე გაეცნენ თანამშრომელთა სამუშაო პირობებსა და მათ საჭიროებებს.
Geo
Eng