ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 10 დეკემბერი, 2025
გაზიარება

სტრასბურგში გამართული იუსტიციის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი მონაკოს იუსტიციის სახელმწიფო მდივან სამუელ ვუელტას შეხვდა

სტრასბურგში გამართული იუსტიციის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი მონაკოს იუსტიციის სახელმწიფო მდივან სამუელ ვუელტას შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. პაატა სალიამ კოლეგას გააცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები ადამიანის უფლებების, პენიტენციური სისტემის, სერვისების განვითარებისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მონაკოს დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში გაიმართება.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ქართველმა და შვეიცარელმა ექსპერტებმა მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის პროგრესი განიხილეს

იუსტიციის სამინისტროში საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის სფეროში პარტნიორობის ფარგლებში ექსპერტთა მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ გახსნა. მინისტრის მოადგილემ მიგრაციის მართვის პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის როლს არალეგალური მიგრაციის პრევენციის, თავშესაფრის პროცედურების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლისა და მიგრაციის მმართველობის გაძლიერების მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა და შვეიცარიულმა მხარეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს მიგრაციის გამოწვევები, თანამშრომლობის გაძლიერების კონკრეტული წინადადებები და სამომავლო გეგმები.

ორ ქვეყნას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიგრაციის სფეროს ექსპერტთა დისკუსიები 2022 წლიდან რეგულარულად იმართება. წლევანდელ რიგით მე-4 შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის; საგარეო საქმეთა; შინაგან საქმეთა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, აგრეთვე, მიგრაციის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლები.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში Stirling Foundation-ის რეგიონულ დირექტორ ბრიტნი სტირლინგს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში Stirling Foundation-ის რეგიონულ დირექტორ ბრიტნი სტირლინგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი ინსტიტუციური და აკადემიური პროექტების განვითარებას.

აღინიშნა იუსტიციის სამინისტროს სსიპ “იუსტიციის სასწავლო ცენტრსა” და იუტას ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობა, რომელიც Stirling Foundation-თან პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება.

შეხვედრას ესწრებოდა სსიპ “იუსტიციის სასწავლო ცენტრის” დირექტორი გვანცა ვარამაშვილი.