გენერალური ინსპექცია
დეპარტამენტის ფუნქციები:
გენერალური ინსპექცია წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს სამსახურებრივი კონტროლისა და გამოძიების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულს.
გენერალური ინპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი, ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებისა და კერძო აღმასრულებლებისა და ნოტარიუსების საქმიანობის კანონთან შესაბამისობის კონტროლი.
გენერალური ინსპექციის ფუნქციას წარმოადგენს აგრეთვე სამინისტროს სისტემის მოსამსახურის, მათ შორის, კერძო აღმასრულებლის, მიერ ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისა და საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიება.
გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ერთეულები:
- სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო
- სამოხელეო დანაშაულის გამოძიების სამმართველო
- აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველო
- დასავლეთის საგამოძიებო სამმართველო
საკონტაქტო ინფორმაცია
ლევან როსტომაშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ცხელი ხაზი: + (995 32) 2 40 55 99
ელ-ფოსტა: geninspection@justice.gov.ge