ცხელი ხაზი2 405 505

ადამიანური რესურსების მმართვის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ფუნქციები:

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების მუშაობის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.
  • იუსტიციის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად პერსონალის შერჩევის პროცესის მართვა.
  • სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა.
  • მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადება; პროფესიული საჯარო მოხელისა და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესის ადმინისტრირება და შედეგების შეფასება.
  • დადგენილი წესის შესაბამისად, ნომენკლატურის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება.
  • დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.


საკონტაქტო ინფორმაცია:

სალომე ფრუიძე
დეპარტამენტის უფროსი

ტელ: (+995 32) 2 405 013

მიმაგრებული დოკუმენტები