ადამიანური რესურსების მმართვის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ფუნქციები:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების მუშაობის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.
- იუსტიციის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად პერსონალის შერჩევის პროცესის მართვა.
- სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა.
- მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადება; პროფესიული საჯარო მოხელისა და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესის ადმინისტრირება და შედეგების შეფასება.
- დადგენილი წესის შესაბამისად, ნომენკლატურის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება.
- დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სალომე ფრუიძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: (+995 32) 2 405 013