ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 20 სექტემბერი, 2023
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს განცხადება

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან უწყებრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან უწყებრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა. შეხვედრაზე პაატა სალიამ და ირაკლი ყანდაშვილმა ორ უწყებას შორის არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცულობა, რისთვისაც მნიშვნელოვანია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ადვოკატთა ასოციაციასთან.

საუბარი შეეხო, აგრეთვე, იუსტიციისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და ამ პროცესში ადვოკატების, როგორც უფლებადამცველების, როლის გაძლიერებას.

პაატა სალიამ ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ახალი მოადგილე, სააგენტოს კურატორი თამარ ზოდელავა წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ახალი მოადგილე, სააგენტოს კურატორი თამარ ზოდელავა წარადგინა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ, მოადგილეებთან ერთად, უწყების სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მინისტრმა სააგენტოს წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მოადგილეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სამუშაო შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები და უწყების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდეგ თამარ ზოდელავამ სააგენტოს დეპარტამენტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ საქმიანობას დეტალურად გაეცნო.