ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ფუნქციები:
- სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების (ასოცირების დღის წესრიგი, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების/ჰარმონიზაციის სამინისტროს გეგმა) შესრულების მიზნით.
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა.
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება, კერძოდ კი, ევროკავშირის სამართლის წყაროებთან (რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები) ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, ნორმატიულ აქტებში ცვლილების ან ახალი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადების მიზნით, სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტისათვის წინადადებით მიმართვა.
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის რეგულაციებთან, გადაწყვეტილებებსა და დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით, სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნუგზარ დუნდუა
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: (+995 32) 2 405 829