ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 27 იანვარი, 2022
გაზიარება

სომხეთში ვიზიტის ფარგლებში რატი ბრეგაძემ არმავირის ციხეში საქართველოს მოქალაქეები მოინახულა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სომხეთში ვიზიტის ფარგლებში არმავირის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა. იუსტიციის მინისტრმა ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საქართველოს მოქალაქეებს გაესაუბრა, რომლებიც სასჯელს არმავირის ციხეში იხდიან.

რატი ბრეგაძემ პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ პატიმართა უფლებები მაღალ დონეზეა დაცული. სომხეთში სასჯელს 7 საქართველოს მოქალაქე იხდის.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მურზალინ მალიკს, იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მურზალინ მალიკს, იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებს, სახელმწიფო სერვისების მიწოდების პოლიტიკას, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმას, ასევე ციფრული მმართველობისა და ინოვაციების ინტეგრაციას სამინისტროს საქმიანობაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ყაზახეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2026 წლის 23-25 ივნისს, თბილისში გაიმართება.

ყაზახეთის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასა და პლატფორმის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ბლოკჩეინ ქსელზე გადატანის შესაძლებლობები, რაც საკუთრების უფლების კიდევ უფრო მეტ დაცულობას, პროცესების გამჭვირვალობასა და სანდოობას უზრუნველყოფს.

კომპანიის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სასაგენტოს მიერ დანერგილი სერვისის, “გონიერი კონტრაქტის” და მისი განვითარების პერსპექტივების შესახებ. ამ კუთხით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად განიხილება უძრავი ქონების ტოკენიზაცია, რაც რეალური აქტივების ელექტრონულ ერთეულებად გარდაქმნას გულისხმობს.

საჯარო სექტორში უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრაციის მიზნით, მომდევნო ეტაპზე გათვალისწინებულია სამუშაო ჯგუფების შექმნა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ექსპერტების მონაწილეობით, რაც ტექნოლოგიურ კომპანიასთან თანამშრომლობას აქტიურ ფაზაში გადაიყვანს.