ცხელი ხაზი2 405 505

საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ფუნქციები:

  • საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის ორგანიზება.
  • საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება.
  • საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო სასამართლოების მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა და მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია.
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება და წარდგენა.
  • საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, აგრეთვე საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.


საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:

  • დავების წარმოების სამმართველო
  • გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის სამმართველო


საკონტაქტო ინფორმაცია:

ნინო ნიკოლაიშვილი
დეპარტამენტის უფროსი

ტელ: (+995 32) 2 405 908); (+995 32) 2 405 138)