საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ფუნქციები:
- საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის ორგანიზება.
- საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება.
- საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
- საერთაშორისო სასამართლოების მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა და მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია.
- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება და წარდგენა.
- საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, აგრეთვე საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.
საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:
- დავების წარმოების სამმართველო
- გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის სამმართველო
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო ნიკოლაიშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: (+995 32) 2 405 908); (+995 32) 2 405 138)