ცხელი ხაზი2 405 505
გაეროს ფორუმი 2026

გაეროს ფორუმი 2026

2026 წლის 23-25 ივნისს, საქართველოს მთავრობა, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტთან (UN DESA) მჭიდრო თანამშრომლობით გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს უმასპინძლებს.

საჯარო სერვისების ფორუმი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებზეა დაფუძნებული. ფორუმის მიზანია საჯარო ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერება, ეფექტიანი, მოქნილი და საზოგადოებაზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გზით.

ყოველწლიურად ფორუმი მაღალი დონის ოფიციალურ პირებს, საჯარო ადმინისტრირების სფეროს ლიდერებს, საერთაშორისო ექსპერტებს, აკადემიური სფეროსა და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს დიალოგის გამართვის, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევისა და საჯარო სექტორიში ინოვაციების დანერგვის მრავალფეროვან სივრცეს სთავაზობს.

ამასთან, გაეროს საჯარო სერვისების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყოველი წლის 23 ივნისს ფორუმი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების დაჯილდოების (UNPSA) ცერემონიალს, რაც უნიკალური შესაძლებლობაა, სახელმწიფოებმა წარმოაჩინონ თავიანთი ინოვაციური და ტექნოლოგიური მიდგომები და მიიღონ საერთაშორისო აღიარება.

რას უნდა ელოდოთ ფორუმის ფარგლებში:

  • მაღალი დონის დიალოგებს ციფრული მმართველობისა და ინსტიტუციური ტრანსფორმაციის გამოწვევებზე;
  • საჯარო სერვისების მიწოდების ინოვაციურ მიდგომებზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას;
  • ინსტიტუციური მდგრადობისა და საზოგადოებრივი ნდობის გაძლიერების მიზნით შესაძლებლობების გაძლიერებას და პარტნიორობის გაღრმავებას;
  • საჯარო სერვისების დღის აღნიშვნას და წლის ინოვაციური პროექტების გამოვლენას.

2026 წლის საჯარო სერვისების ფორუმის თბილისში მასპინძლობა, კიდევ ერთხელ, ადასტურებს საქართველოს მისწრაფებას კარგი მმართველობის გაძლიერებისა და საჯარო სამსახურისა თუ სერვისების გაძლიერებისაკენ.

საქართველოს მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო მოხარულნი არიან უმასპინძლონ ყველა პარტნიორსა და დაინტერესებულ მხარეს და ერთობლივად შექმნან მომავალზე, ინკლუზიურობასა და ინოვაციებზე ორიენტირებული პლატფორმა.

2003-2025 წლებში გამართული ფორუმების თაობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია გაეროს ოფიციალურ ვებ გვერდზე.