ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ფუნქციები:
ხელშეკრულებათა ექსპერტიზის მიმართულება:
- საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
- საგარეო ვალის აღებასთან დაკავშირებით სასესხო და საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
- იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენისა და მათში სამართლებრივი რისკების შეფასების მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
- საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წი¬ლის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრუ¬ლებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონ¬მდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენისა და მათში სამართლებრივი რისკების შეფასების მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უც¬ხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
- სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების, პროექტების მომზადება;
- სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე, საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (Legal Opinion);
- სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
- საერთაშორისო ხელშეკრულებების (სასესხო, საინვესტიციო) პროექტებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
- საინვესტიციო, საერთაშორისო კერძო სამართლის და, ზოგადად, სახელშეკრულებო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ პოლიტიკის დოკუმენტის ან/და კონკრეტული კანონმდებლობის მომზადებაში მონაწილეობა;
- სხვადასხვა უწყებათაშორის კომისიაში, საბჭოსა და სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა.
სასამართლო წარმომადგენლობისა და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის მიმართულება:
- საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებულ დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა (საქმის მასალების შესწავლა; სამართლებრივი არგუმენტაციის ჩამოყალიბება; სარჩელების, შესაგებლების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, სააპელაციო და საკასაციო შესაგებლების მომზადება და სასამართლოში წარდგენა; შუამდგომლობების მომზადება და სასამართლოში წარდგენა; საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებების შესრულება);
- სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი;
- სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ XIII თავით დადგენილი წესით (საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ადმინისტრაციული წარმოების პროცესის ორგანიზება, სხდომის მომზადება, სხდომის ოქმის წარმოება, სხვადასხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება);
- სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სხვადასხვა უწყებათაშორის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო მინდიაშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: (+995 32) 2 405 816