სიახლეები

ოთხშაბათი, 19 მარტი, 2025
ანრი ოხანაშვილმა ნოტარიუსთა პალატაში სამუშაო შეხვედრა გამართა
იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, მოადგილეებთან ერთად, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს სანოტარო სფეროს აქტუალური საკითხები, ასევე, სამომავლო გეგმები და ინიციატივები.
იუსტიციის მინისტრი ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც გაეცნო და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
Geo
Eng