ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 20 ივნისი, 2025
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება – გამოწვევები და პერსპექტივები“

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება – გამოწვევები და პერსპექტივები“.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ დანერგილ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ისაუბრა. როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უწყება ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით აქტიურ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

კონფერენციის ფარგლებში პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით იმართება და მასში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

უძრავი ქონების სექტორში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიასთან - PRYPCO TECHNOLOGIES-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

უძრავი ქონების სექტორში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიასთან - PRYPCO TECHNOLOGIES-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას უძრავი ქონების ტოკენიზაციის მიმართულებით, რაც რეალური აქტივების ელექტრონულ ერთეულებად გარდაქმნას გულისხმობს.

აღნიშნული პროცესის მიზანია უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების წახალისება და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე უსაფრთხო, გამჭვირვალე და ინოვაციური პროცესების დანერგვა.

მემორანდუმს ხელი მოეწერა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ბოტსვანას რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან და ფინანსთა მინისტრთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბექა ძამაშვილმა, ლანა მორგოშიამ და გიორგი დგებუაძემ დელეგაციის წევრებს იუსტიციის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

დელეგაციის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იუსტიციის სახლის კონცეფციამ, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილებამ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, მათ შორის ციფრული მმართველობის და სახელმწიფო სერვისების მიწოდების განვითარების პროცესში. საუბარი ასევე შეეხო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას, ბიზნესზე ორიენტირებულ სერვისებსა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებს.

შეხვედრის შემდეგ, ბოტსვანას რესპუბლიკის დელეგაცია სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ მოდელს იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალში გაეცნობა.