შიდა აუდიტის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ფუნქციები:
შიდა აუდიტის დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობა მიმართულია სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ.
შიდა აუდიტის დეპარტამენტი აწარმოებს დამოუკიდებელ, ობიექტურ და საკონსულტაციო საქმიანობას დასისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას. ის აფასებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემას, რისკების მართვის ეფექტიანობას და გასცემს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესების მიზნით.
დეპარტამენტის ამოცანას წარმოადგენს მინისტრის უზრუნველყოფა სამინისტროს სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეა ვერულავა
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: (+995 32) 2 401 789