სიახლეები

ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მაჰმუდ ადიბს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ირანს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე. გამოითქვა მზაობა იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.
Geo
Eng