საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისია
საერთაშორისო ჰუმანიტარულისამართლის ნორმათა დაცვის ხელშეწყობის, მათი ინტეგრაციისადა საერთაშორისოჰუმანიტარული სამართლის სფეროში შესაბამისიუწყებების საქმიანობისკოორდინაციის მიზნით, შექმნილია საერთაშორისოჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია), რომელიც წარმოადგენსსაქართველოს მთავრობის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს.
კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოსიუსტიციის მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილიპირი. კომისიის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოსიუსტიციის სამინისტროსსაერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი.
კომისია აქტიურად თანამშრომლობსწითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, რომელიც მონაწილეობასიღებს კომისიის საქმიანობაში დამკვირვებლისსტატუსით. თანამშრომლობა ხორციელდებაჰუმანიტარული სამართლის პროგრამების ორგანიზებისადა სხვადასხვასახის საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობისკუთხით.
ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროსსაერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისოკომიტეტის ორგანიზებითყოველწლიურად იმართება ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულსამართალში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საქართველოში აკრედიტებულიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. ეროვნული შეჯიბრი ყოველწლიურად ცხადდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით.